ყაზახეთი

ყაზახეთი ანბანის კირილიცადან ლათინურზე გადაცვლას გეგმავს

ყაზახეთის ხელისუფლებამ ყაზახური ანბანის კირილიცადან ლათინურზე გადაცვლა გადაწყვიტა.

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის თქმით, მან უკვე დაავალა მთავრობას განსაზღვროს ანბანის ცვლილების გრაფიკი.

ანბანის ცვლილება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

"2018 წლიდან ჩვენ უნდა მოვამზადოთ სპეციალისტები, რათა მათ ასწავლონ ახალი ანბანი და გამოვუშვათ ლათინური ანბანის წიგნები საშუალო სკოლებისთვის. მომდევნო 2 წელიწადში, ამ კუთხით საორგანიზაციო და მეთოდური სამუშაოები უნდა ჩატარდეს", - აცხადებს ყაზახეთის მთავრობა.

ნაზარბაევის თქმით, პირველ ეტაპზე ლათინურ ანბანს კირილიცასთან ერთად გამოიყენებენ. 

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთამდე ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან კირილიცაზე უარი აზერბაიჯანმა, მოლდოვამ, თურქემენეთმა და უზბეკეთმა თქვეს, თუმცა უზბეკეთში, მიუხედავად ოფიციალური ცვლილებისა, კირილიცა მაინც ფართოდ გამოიყენება.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან კირილიცას ამ დრომდე რუსეთის გარდა, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი იყენებს.

კომენტარები