დაცული ტერიტორიების სააგენტო

ისტორიაში პირველად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ნიამორი გამოჩნდა

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად, ნიამორი გამოჩნდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო-მახეები CNF-ის (CNF - Caucasus Nature Fund) მხარდაჭერით ჯიხვის აღრიცხვისთვის დაყენდა. 

პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო NACRES-თან (NACRES/ნაკრესი) ერთად ახორციელებს.

ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია.

კომენტარები