გატაცება

გურჯაანში 24 წლის ქალი, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს

usnews.com

კახეთში, ქალაქ გურჯაანში 24 წლის ქალი, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, ქალმა იანვარში მიმართა პოლიციას, რომ მამაკაცი მას აწუხებდა, რის შედეგადაც შედგა გასაუბრების ოქმი. უწყებისვე თქმით, მამაკაცს გამაფრთხილებელი ოქმი დაუწერეს. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, ქალს ამის შემდეგ პოლიციისთვის აღარ მიუმართავს, რომ პრევენციის მიზნით შემდეგი ნაბიჯი გადაედგათ. 

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. მუხლი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იმ შემხვევაში, თუ თავისუფლების აღკვეთა 7 დღეზე მეტი ვადით მოხდა, ბრალდებულს პატიმრობა 4-დან 7 წლამდე შეეფარდება.

კომენტარები