სავალუტო აუქციონი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $10 მილიონი შეისყიდა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2017 წლის მანძილზე პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ბანკმა დღეს $10 მილიონი დოლარი შეისყიდა. 

სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვის მიუხედავად, ლარი დღეს გამყარდა, ოფიციალური კურსის მიხედვით ლარი დოლართან 1.8 თეთრით გამყარდა. ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.39 გახდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი 2.2 თეთრით გამყარდა, ერთი ევროს ღირებულება 2.53 ლარი გახდა. 

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

კომენტარები