ხანძარი ბავშვთა სამყაროში

მერია ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 3000-3000 ლარს მისცემს

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 პირი, თითოეული ერთჯერადად 3000 ლარს მიიღებს. 1 035 000 ლარი მერიამ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან შესაბამის ანგარიშზე უკვე გადარიცხა.

მერიის ცნობით, დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან TBC ბანკის სამ ფილიალში შეძლებენ: ცენტრალურ ფილიალში - ჭავჭავაძის #11-ში, მარჯანიშვილის ფილიალში - მარჯანიშვილის #7-ში და დიდუბის ფილიალში - წერეთლის #117-ში.

დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე შევიდა.

კომენტარები