ჰარი პოტერი

ჯუდ ლოუ "ჯადოსნურ ცხოველებში" ალბუს დამბლდორის როლს შეასრულებს

Stefania D'Alessandro

ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ, ჰარი პოტერის სიქველის,"ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი", მეორე ნაწილში, ჰოგვორტსის დირექტორის, ალბუს დამბლდორის, როლს შეასრულებს. 

"ჯადოსნური ცხოველების" სერიის მეორე ფილმში ახალგაზრდა დამბლდორს შეხვდებით, სადაც ის ჯერ, მხოლოდ და მხოლოდ, ტრანსფიგურაციის პროფესორია ჰოგვორტსის სკოლაში. ამ პერიოდში ის გელერტ გრინდელუოლტის თანამედროვეა - ბნელი ჯადოქარი, რომელსაც "ჯადოსნური ცხოველების" პირველ ნაწილში ჯონი დეპი თამაშობს.

კომენტარები