რუსთავი 2-ის საქმე

გოცირიძე R2-ზე: სტრასბურგის სასამართლო თავს ძალიან მძიმე დღეში ჩაიგდებს

ევა გოცირიძე
რუსთავი 2

ევა გოცირიძე ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მისთვის შემაშფოთებელია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ, გარკვეული კითხვები აქვს.

"რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივაციას, ადამიანმა შეიძლება ივარაუდოს ასეთი რამ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო სრულიად არაორდინალური გადაწყვეტილება და ისეთი პრეცედენტი შექმნა, რომელიც არ შეუქმნია თავისი არსებობის 50 წლის მანძილზე. შესაბამისად, აქ ისმის საკითხი, იყო კი ის აუცილებლობა, რომ მას გადაეხვია იმ ტრადიციისათვის, რომელიც აქამდე არსებობდა. ვგულისხმობ შუალედურ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების აღსრულება ნიშნავს ერთი მხარისათვის უპირატესობის მინიჭებას, ხომ ასეა, არა? ნამდვილად ნიშნავს,"- აღნიშნავს გოცირიძე.

ევა გოცირიძის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება სასამართლოს მე-6 კონვენციას ეწინააღმდეგება. 

"ჩემთვის ყველაზე დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი ის იყო, რომ თვითონ სტრასბურგის სასამართლო მოითხოვს, კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, რომ ეროვნულმა სასამართლომ დროზე აღასრულოს თავისი გადაწყვეტილება,"- ამბობს ის. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ასევე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეროვნულ სუვერენტიტეს არღვევს.

"თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს ეროვნული სუვერენიტეტისა და ეროვნული პრინციპების დარღვევის ზღვარზეა და ეროვნულ მართლმსაჯულებაში ძალიან სერიოზული ჩარევაა, სტრასბურგის სასამართლო ჩაიგდებს თავის თავს ძალიან მძიმე დღეში,"- თქვა ევა გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი სამივე კანდიდატურა, მათ შორის, ევა გოცირიძე, ევროსაბჭომ ჩააგდო. 

კომენტარები