ფულადი გზავნილები

10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის

telegraph.co.uk

ვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $112 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით მეტია. ჯამში კი იანვარ-თებერვალში ფულადმა გზავნილებმა $290 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც იანვარ-მარტში $95 მილიონი გადმოირიცხა, $31 მილიონით მეორე ადგილზე აშშ იმყოფება.

2017 წლის პირველი კვარტლის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი:

  1. რუსეთი - $95 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21%
  2. აშშ - $31.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17%
  3. საბერძნეთი - $30.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
  4. იტალია - $30.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
  5. თურქეთი - $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%
  6. ისრაელი - $22.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 49%
  7. ესპანეთი - $7.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%
  8. გერმანია - $7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%
  9. უკრაინა - $5.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21%
  10. აზერბაიჯანი - $3.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 32%

კომენტარები