ტერორიზმი

ტრამპი: ავღანეთში ბომბის ჩამოგდება კიდევ ერთი ძალიან, ძალიან წარმატებული მისია იყო

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში ბომბის ჩამოგდება ძალიან წარმატებულ მისიად შეაფასა და სამხედრო ძალები შეაქო.

"ეს იყო კიდევ ერთი ძალიან, ძალიან წარმატებული მისია",-აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის სამიზნე პაკისტანის მიმდებარედ, ნანგარაჰარის პროვინციაში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის გვირაბები და მებრძოლები იყო. ბომბს, რომელიც აშშ-მა ავღანეთში გამოიყენა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბია სახელწოდებით, GBU-43/B MOAB, მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც "ყველა ბომბის დედა".

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ზომის არაბირთვული ბომბი აქამდე არ გამოუყენებია.

ნანგარაჰის პროვინცია ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური რეგიონია.

კომენტარები