ოკუპირებული ტერიტორიები

ჯანელიძე ლავროვის ვიზიტზე ოკუპირებულ აფხაზეთში: რუსეთი აგრძელებს პროვოკაციას

ტაბულა

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს. სამწუხაროდ ლავროვის ვიზიტი პირველი არაა, 2008-ში, 2009-სა და 2011-შიც განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ვიზიტები", - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერგეი ლავროვის ვიზიტზე აფხაზეთში. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, 18 აპრილს ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ზახაროვას თქმით, ლავროვი არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება. 

ლავროვის ვიზიტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც გმობენ. ზვიად ძიძიგური დაგეგმილ ვიზიტს "საზიზღარ საქციელს" უწოდებს

"ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ხანგრძლივი, დაჟინებული და სწორი მოქმედებებით რუსეთის მადის შეზღუდვასაც და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასაც" - ამბობს ძიძიგური.

კომენტარები