ტერორიზმი

აშშ ავღანეთის დაბომბვის პირველ ვიდეომასალას ავრცელებს

US NAVY

პენტაგონი ავღანეთში ISIS-ის დაბომბვის პირველ კადრებს ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში ბომბის ჩამოგდება ძალიან წარმატებულ მისიად შეაფასა და სამხედრო ძალები შეაქო.

"ეს იყო კიდევ ერთი ძალიან, ძალიან წარმატებული მისია",-აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის სამიზნე პაკისტანის მიმდებარედ, ნანგარაჰარის პროვინციაში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის გვირაბები და მებრძოლები იყო. ბომბს, რომელიც აშშ-მა ავღანეთში გამოიყენა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბია სახელწოდებით, GBU-43/B MOAB, მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც "ყველა ბომბის დედა".

ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ზომის არაბირთვული ბომბი აქამდე არ გამოუყენებია.

ნანგარაჰის პროვინცია ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური რეგიონია.

კომენტარები