ევროვიზია

ყირიმში გამართული კონცერტის გამო რუსეთის წარმომადგენელი ევროვიზიაზე ვეღარ გამოვა

რუსეთის კანდიდატი იულია სამოილევა
Eurovision Song Contest

2017 წლის ევროვიზია კეივში, უკრაინაში გაიმართება. მასში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი იულია სამოილევა, რისი მიზეზიც ოკუპირებულ ყირიმში გამართული კონცერტია. ყირიმში გამართული კონცერტის გამო მას უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს. ამის გამო კი რუსეთის პირველი არხი კონცერტის ტრანსლიაციაზე უარს ამბობს.

უკრაინამ იულია სამოილევას ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში RIA Novosti-სთან უკრაინის გადაწყვეტილებას "ცინიკური და არაადამიანური" უწოდეს.

ევროვიზია 9-13 მაისს კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრის დარბაზში გაიმართება.

რუსეთის საკონკურსო სიმღერა, რომელიც აღარ შესრულდება:

კომენტარები