ოკუპირებული ტერიტორიები

თეოფილე III-ემ ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია მიიღო და როგორც ქვეყანა დალოცა

Reuters

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-ემ საკუთარ რეზიდენციაში ოკუპირებული აფხაზეთის სამღვდელოების დელეგაციას უმასპინძლა. თეოფილე III მათ უკვე მეორედ შეხვდა. ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებს მან მადლობა გადაუხადა და მომლოცველებთან ერთად აფხაზეთი, როგორც ქვეყანა, დალოცა. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზური ტელევიზიის მეშვეობით გახდა ცნობილი.

იერუსალიმის პატრიარქის მიერ აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოს დალოცვა, მოულოდნელი აღმოჩნდა ქართული ეკლესიისთვის. მამა იოსებ გელუკაშვილის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედის და მისი ცალკე მოხსენიება დაუშვებელია.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი რუსთავი 2-თან ამბობს, რომ თეოფილე მესამე უკვე წლებია, რუსეთის საპატრიაქროს გავლენის ქვეშ არის მოქცეული.

თეოფილე მესამე რუსეთში
ფოტო: tass

თეოფილე მესამე და რუსეთის პატრიარქი კირილი
ფოტო: tass

იერუსალიმის პატრიარქისა და აფხაზური დელეგაციის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ისრაელში, საქართველოს საელჩოში. დიპლომატიურ მისიაში კომენტარისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თეოფილე მესამეს შეხვდებიან და ეცდებიან, დააზუსტონ, ნამდვილად დალოცა თუ არა პატრიარქმა აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო. 

კომენტარები