გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე იაკობი: ბოლომდე ჩახედული ვარ, იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა

ბოდბის ეპარქია

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, დიდ შაბათს, გარდამოხსნის წესის დროს აღვნელინი ლოცვისას, თქვა, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა. ქორეპისკოპოსი, აუდიოჩანაწერში აცხადებს:

"უფალო, დიდი მადლობა, რომ აგვარიდე ძალიან მძიმე დანაშაულს, რომლის შემდეგაც უდიდესი წყევლა გადმოვიდოდა ჩვენს ერზე და როგორც მოსიყვარულე მამამ, არ მიეცი უფლება და საშუალება, რომ მოგვეკლა ჩვენი პატრიარქი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ და მე არ მჭირდება და არც შენ არ გჭირდება, უფალო, უდანაშაულობის პრეზუმცია. ვიცით, რაც ხდებოდა. გულწრფელად მეცოდებიან ისინი. მადლიერი ვართ შენი, რომ აარიდე იმ აზრს და თუ შეინანებენ, აბსულუტურად არავინ არ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც, პირიქით, სინანულის მერე გვერდში არ დავუდგებით და ჩვენც ვიტვირთავთ მერე მაგ უმძიმეს დანაშაულს", - თქვა ქორეპისკოპოსმა.

კომენტარები