ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იმერეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა

იმერეთში, წყალტუბის რაიონის სოფელ ყუმისთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის, მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რომლის მიხედვითაც ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე.

კომენტარები