ყინულის ნაპრალები

NASA-მ გრენლანდიის ყინულებზე აღმოჩენილი ახალი ნაპრალების ფოტოები გამოაქვეყნა

NASA-მ გრენლანდიის უზარმაზარ პიტერმენის ყინულებზე, საჰაერო მისიის შესრულებისას, ახალი და სახიფათო ნაპრალები გადაიღო. ნაპრალი თავდაპირველად ჰოლანდიელმა პროფესორმა, სტეფ ლერმითმა, შეამჩნია. 

NASA-ს ფოტოები ცხადყოფს, რომ ყინულის საფარზე ახალი ბზარები გაჩნდა - უფრო ფართო და გრძელი ნაპრალი ეტაპობრივად მიემართებოდა შვერილის ცენტრამდე მისი აღმოსავლეთი მხრიდან. ორივე ნაპრალის დანახვა ფოტოზე შეგიძლიათ:


ფოტო: Gary Hoffmann / NASA-DMS


ეს ორი ნაპრალი რომ ერთმანეთს კვეთდეს, ყინულის ოდნავი გარღვევაც კი საფარის ნახევარს გატეხავდა. თუმცა, NASA-ს ფოტოზე ასევე აღბეჭდილია კიდევ ერთი სახასიათო ნიშანი, ე.წ. "საშუალო ხაზი", რაც იმას გულისხმობს, რომ "ამან შესაძლოა შემაკავებლად იმოქმედოს ახალი ბზარების გაჩენისას".


ფოტო: Kelly Brunt / NASA

კომენტარები