აშშ-სამხრეთ კორეა

პენსი: ჩრდილოეთ კორეისადმი სტრატეგიული თმენის დრო უკვე დასრულდა

AFP/Getty Images

სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტისას, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეისადმი სტრატეგუიული თმენის დრო უკვე დასრულდა.

პენსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების დაცვა მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით აქვს გადაწყვეტილი, თუმცა, მოკავშირეების დასაცავად ზომების ყველა ვარიანტს განიხილავს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ჰვან გი ანის თქმით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში, სამხრეთ კორეა და აშშ ზომებს მიმართავენ.

"ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამომავლო პროვოკაციების შემთხვევაში, კორეის რესპუბლიკა და აშშ სათანადო სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებენ", - თქვა გი ანმა.

მაიკ პენსმა ე.წ. დემილიტარიზებული ზონაც მოინახულა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვრის როლს ასრულებს.

კომენტარები