ოკუპაცია

მავთულხლართებს მიღმა სასაფლაოზე გადასული 3 პირი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არცევის სამი მცხოვრები რუსმა მესაზღვრეებმა გაიტაცეს. ისინი მავთულხლართებს მიღმა მოქცეულ სასაფლაოებზე იყვნენ გადასული. 

"კერძოდ, სოფელ არცევის მაცხოვრებლებზე არის საუბარი, რომლებიც, სავარაუდოდ, სწორედ სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ზუსტად ეს გახლავთ ოკუპაციის ის მახინჯი სახე, რომელიც ადამიანების ინტერესებს არად აგდებს. რა თქმა უნდა, ამ მომენტში ჩვენ ჩართული გვაქვს ცხელი ხაზი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები რაც შეიძლება, სწრაფად იქნენ გათავისუფლებული", - ამბობს შერიგების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

სუს-ის ინფორმაციით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.

კომენტარები