თბილისის ექვს რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

Creative commons

დღეს, 18 აპრილს, თბილისის ექვსი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, ნაძალადევის, გლდანის, საბურთალოს, ისნის და მთაწმინდის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილურიძის ჩიხის და ილურიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის და გლდანის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის, საბურთალოს, ტაშკენტის, ბუდაპეშტის და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, კოსტავას, ჭოველიძის, ყაზბეგის, ალექსი მაჭავარიანის, დიმიტრი ბაქრაძის და შოთა მილორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები