თურქეთის რეფერენდუმი

ტრამპმა ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა

თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა, რის საფუძველზეც თურქეთის პრეზიდენტი უფლებამოსილებებს მნიშვნელოვნად იფართოებს.

ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ასევე მადლობა გადაუხადა ერდოღანს 7 აპრილს სირიის რეჟიმის ბაზის დაბომბვის მხარდაჭერის გამო.

თურქეთში კი, რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ გამართული მასშტაბური დემონსტრაციის პარალელურად, საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა. 

საკონსტიტუციო ცვლილებებს რეფერენდუმში თურქეთის მოქალაქეების 51.4%-მა დაუჭირა მხარი.

ერდოღანმა არ გაიზიარა საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკა, რომ ის "არათანასწორ კამპანიას" აწარმოებდა და იყენებდა სახელმწიფო რესურსებს. "იცოდეთ თქვენი ადგილი", - მიმართა მან დამკვირვებლებს.

კომენტარები