19 აპრილს, თბილისის შვიდი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, 19 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, საბურთალოს, ნაძალადევის, გლდანის, მთაწმინდის, ისნის და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, ორბელიანის, მტკვრის, ტელეგრაფის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ქავთარაძის, სანდრო ეულის, თავხელიძის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის და ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

09:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ქუჩიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის I, II, III ქუჩების, მახათას, ხუდადოვის და ცაიშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები