ციანიდის საქმე

დეკანოზი მამალაძე: მეუფე იაკობის როლი ციანიდის საქმეში მის სინდისზე იყოს

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და დეკანოზი გიორგი (მამალაძე)
Facebook/Ana Akhaladze

ციანიდის საქმეზე დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ, ციხიდან რუსთავი 2-ის კითხვებს უპასუხა. დეკანოზმა ქორეპისკოპოს იაკობის იმ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც მაღალიერარქი აცხადებს, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა.

რ2: ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას თქვა, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა. რომ ის ამ საქმეში ჩახედულია, დეტალები იცის და სწორედ ამაზე დაყრდნობით ამბობს ამას. რატომ დაიწყო პატრიარქის ქორეპისკოპოსმა საუბარი ისევ უწმინდესის მკვლელობის მცდელობაზე?

დეკანოზი მამალაძე: საქმე ისაა, რომ მართლაც თავიდან ბოლომდე არის ჩახედული მეუფე იაკობი ამ საქმეში და ძალიან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ეს ცილისწამება და მისი როლი ამ საქმეში მის სინდისზე იყოს. მიღმურ სამყაროში ხარისხი და წოდება არ არსებობს. არც ის იქნება ეპისკოპოსი და არც მე დეკანოზი. უფალი განგვსჯის.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, დიდ შაბათს, გარდამოხსნის წესის დროს აღვნელინი ლოცვისას, თქვა, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა.

კომენტარები