თურქეთი-ევროკავშირი

ერდოღანი: ევროკავშირი დანაპირებს არ ასრულებს და 54 წელია თავის კართან გვალოდინებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგად მიღებული ახალი უფლებამოსილებები მას დიქტატორად არ აქცევს. ერდოღანუს თქმით, საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ რეფერენდუმი მასზე მორგებული არ იყო.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით მას პოლიტიკური სისტემის გაძლიერება სურდა და არა საკუთარი ძალაუფლების. მისი თქმით, ახალი რეფორმა არ წარმოადგენს დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

"ახალი სისტემა წარმოადგენს თურქეთის დემოკრატიის ისტორიაში დიდ ცვლილებას, ტრანსფორმაციას. იქ, სადაც დიქტატურა არსებობს, არ არის საჭირო საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ საარჩევნო ყუთები გვაქვს, დემოკრატია ხალხისგან იკრეფს ძალას. ამას ჩვენ ხალხის ნებას ვუწოდებთ", - თქვა ერდოღანმა.

ინტერვიუში ერდოღანი ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაპირებას არ ასრულებს

"ევროკავშირი უკვე 54 წელია თავის კართან გვალოდინებს. პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს მიუღებელია. ევროკავშირი თავის დანაპირებს არ ასრულებს", - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები