საქართველოს პარლამენტი

ოპოზიცია სუს-ის ანგარიშის განხილვისას პოლიტიკური გამოსვლების დახურვის წინააღმდეგია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის 2016 წლის ანგარიშს უსმენენ. ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ითხოვენ, რომ პოლიტიკური გამოსვლები და კითხვა-პასუხის ნაწილი დახურული არ იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ "დახურვა არ არის ჩემი პრეროგატივა, ინიციატივა უნდა მოდიოდეს კომიტეტისგან. თუ კომიტეტი დააყენებს ასეთ ინიციატივას, ვალდებული ვიქნებით, რომ ამ საკითხს ვუყაროთ კენჭი".

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას თქმით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ კითხვას ვახტანგ გომელაურმა დახურულ სხდომაზე უპასუხოს.

"ევროპული საქართველოს წინადადება ასეთია - კითხვა-პასუხის დროს, სუს-ის პატივცემულმა ხელმძღვანელმა გადაწვიტოს როდესაც კითხვებს დავსვამთ, რომ თუ პასუხი, პატივცემული სტუმრის აზრით, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამ კითხვებზე დახურულ სხდომაზე გაგვცეს პასუხი. პოლიტიკურ გამოსვლებზე, საერთოდ გაუგებარია, რა უნდა დაიხუროს - გარეთ გავალთ და იქ ვიტყვით თუ გვინდა. თუ უმრავლესობის რომელიმე წევრს სახელმწიფო საიდუმლოებით დახუნძლული გამოსვლა უნდა ჰქონდეს, წავალთ ამ დათმობაზე და მოგისმენთ დახურულ სხდომაზე", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები