ვახტანგ გომელაურის მოსმენა

ემზარ კვიციანმა ბოკერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საწერი კალამი ესროლა

პარლამენტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პატრიოტთა ალინსის წევრმა ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საწერი კალამი ესროლა. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის 2016 წლის ანგარიშს უსმენენ. ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ითხოვენ, რომ პოლიტიკური გამოსვლები და კითხვა-პასუხის ნაწილი დახურული არ იყოს. სწორედ ამ თემის გარშემო დაწყებულ გამოსვლებს მოჰყვა სიტყვიერი საპირისპირებაც. ემზარ კვიციანმა გამოსვლისას თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს სხდომა დაიხურება თუ არა, როდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია ზის სხდომაზე.

კომენტარები