პარლამენტი

ოთარ კახიძე თავის არეში მიღებული დაზიანებით პარლამენტიდან გაიყვანეს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე თავის არეში მიღებული დაზიანებით პარლამენტიდან გაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია მიზეზი. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ინციდენტი დეპუტატების ოთახში მოხდა, სადაც ნასროლი საფერფლე კახიძეს შემთხვევით მოხვდა.

ინციდენტის კადრები არ არსებობს, რადგან დეპუტატების ოთახში მედია ვერ შევიდა.

კომენტარები