ექსპორტის წახალისების სააგენტო

დავით საგანელიძე: ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს ბიუჯეტი 20 მილიონი იქნება

ტაბულა

საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძემ ტაბულას კითხვაზე თუ როდის დაიწყებს ფუნქციონირებას ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო განაცხადა, რომ ფონდის მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს. საგანელიძის თქმით, სააგენტოს ბიუჯეტი თავდაპირველ ეტაპზე 20 მილიონი ლარი იქნება.

"მე ვფიქრობ უახლოეს ხანში განიხილავს პარლამენტი კანონპროექტს, რომელიც საპარტნიორო ფონდმა მოამზადა.

მთლიანად პროექტის ჯამური მოცულობა 20 მილიონი იქნება, თემიდან იქნება განსაზღვრული. დაკრედიტების ნაწილში თავიდან არა, მაგრამ მათ ჩვენ მოვეხმარებით საბრუნავი კაპიტალის მოძიებაში", - ამბობს საგანელიძე.

ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა პროექტს დღის სინათლე დღემდე არ უხილავს. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წლის მარტში განაცხადა, რომ სამინისტრო პროექტზე მუშაობდა და უახლოეს მომავალში მის პრეზენტაციასაც გამართავდა. 

დღეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განახლებული აწარმოე საქართველოში წარადგინა, პროექტი ექსპორტიორი კომპანიების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. ტაბულას კითხვაზე არის თუ არა დღეს წარდგენილი პროექტი იმის იდენტური რაზეც საპარტნიორო ფონდი მუშაობს დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ამ პროექტებს შორის გადაფარვა არ იქნება.

კომენტარები