20 აპრილს, თბილისის რვა რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

ხვალ, 20 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, მთაწმინდის, სამგორის, დიდუბის, ჩუღურეთის, ისნის, საბურთალოს და ვაკის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, ჟვანიას, ლესია უკრაინკას, ჩიტაძის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის, ბარნოვის, ერისთავი-ხოშტარიას, ყაზბეგის, ზანდუკელის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, კერესელიძის, მაყაშვილის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 IIIა და III მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ჩიხის და ბათუმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ზაქარია ჯორჯაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის შესახვევის და აწყურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის (ნაწილობრივ), მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები