საქართველოს პარლამენტი

კვიციანი: მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე, ეს უბრალო ემოცია იყო

ემზარ კვიციანი
საქართველოს პარლამენტი

პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ გიგა ბოკერიას მის მიმართ "შენი ჭირიმეს" თქმის უფლებაც კი არ აქვს. კვიციანმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ გიგა ბოკერიასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება "უბრალო ემოცია იყო".

"ბოკერიას ჩემი და 6 წელი და 6 თვე ჰყავდა ციხეში გამომწყვდეული, ვინმეს უკვირს, რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა ჩემს მიმართ ნათქვამი მის მიერ ჩემი მისამართით გამოსროლილი ნებისმიერი სიტყვა? "შენი ჭირიმეც" რომ ეთქვა, ბოკერიას ამის უფლებაც არ აქვს იმიტომ, რომ მას ტყვეობაში ჰყავდა ჩემი და. ამ ქვეყანაში დამნაშავეებმა არ აგეს პასუხი. მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე, ეს უბრალო ემოცია იყო. მინდა, მივმართო ხელისუფლებას - ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისკენ, აღადგინეთ სამართლიანობა"- თქვა კვიციანმა.

პატრიოტთა ალინსის წევრმა ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საწერი კალამი ესროლა. კვიციანმა გამოსვლისას თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს სხდომა დაიხურება თუ არა, როდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია ზის სხდომაზე.

კომენტარები