საქართველოს პრემიერი

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძესთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს შეხვდა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, პრემიერმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია 23:00-ზე დატოვა.

უცნობია, რა თემებზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მეუფე დიმიტრიმ.

კომენტარები