ფოტოგრაფია

საკულტო ვარსკვლავების 10 შთამბეჭდავი კადრის ისტორია ავტორისგან

დაგლას ქერქლენდი - ლეგენდარული ფოტოგრაფი, რომლის ობიექტივშიც, 60-წლიანი კარიერის მანძილზე, არაერთი საკულტო ვარსკვლავი აღმოჩენილა. 

ფოტოგრაფი BuzzFeed-ს ესაუბრა და ყველაზე შთამბეჭდავი და ცნობილი კადრების შესახებ, თავისი საყვარელი ისტორიები გაიხსენა.
 

1. მერლინ მონრო - 1961

მერლინ მონრო
ფოტო: Douglas Kirkland

"იმ დროისთვის, როდესაც მერლინის ფოტოები გადავიღე, ძალიან ახალგაზრდა ფოტოგრაფი ვიყავი. მე მას შევხვდი და, დაახლოებით, საათ-ნახევრიანი საუბრის შემდეგ, მან მითხრა "ჩვენ გვჭირდება საწოლი, გვჭირდება თეთრი ზეწრები, ფრენკ სინატრას ჩანაწერები და შამპანური Dom Pérignon. თუ ჩვენ ეს ყველაფერი გვექნება, ვიცი, რომ შენ და მე ძალიან კარგი ფოტო გამოგვივა." და, აი, მე: კანადის პატარა ქალაქიდან წამოსული ბავშვი, რომელსაც მერლინ მონრო მიყვებოდა, როგორ აპირებდა ჩემთვის ექსტრაორდინალური კადრის შექმნას. რომელიც მან ნამდვილად შექმნა.

საინტერესო ის იყო, რომ მერლინს ყველაფრის ნახვა სურდა, ამიტომაც, მომდევნო დღეს ფირი ლაბორატორიაში დილიდანვე მივიტანე, რომ იმავე საღამოს მზად ყოფილიყო. ფირი, დაახლოებით, საღამოს 5 საათვისთვის მივუტანე და როცა სწრაფად გადაავლო თვალი (მზის მუქი სათვალეებით), გადაწყვიტა, რომ ფოტოები არ გამოვიდა. შემდეგ ის ცოტა ხნით გაქრა და უკან სათვალის გარეშე დაბრუნდა, უფრო მომზადებული ჩანდა და ფოტოებს ამჯერად უფრო ყურადღებით დააკვირდა. ის მომიბრუნდა და მითხრა "ისეთი გოგოა, ყველა კაცს რომ მოუნდებოდა მასთან ერთად ამ საწოლში ყოფნა". და ეს, მისთვის, წარმატებულ კადრს ნიშნავდა."


2. ელიზაბეტ ტეილორი - 1961

ელიზაბეტ ტეილორი
ფოტო: Douglas Kirkland

"ელიზაბეტი იყო ის, ვისგანაც ჩემი კარიერა დაიწყო. იმ დროისთვის ის მსოფლიო დონის უდიდესი კინოვარსკვლავი იყო, მაგრამ ძალიან ავად იყო და საჯარო სივრციდან 1 წლით გაქრა, შესაბამისად, ეს კადრი იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხი მას ნახავდა - იმ შემთხვევაში, თუ გადაღების უფლებას მომცემდა, ცხადია. [რასაც შეამჩნევთ ფოტოზე არის] მისი შრამი; ის თვლიდა, რომ ეს იყო მისი მდგომარეობა და ასეთი იყო იმ პერიოდში. მას არ სურდა შრამის დაფარვა იმიტომ, რომ ეს იყო რაღაც, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა."


3. ოდრი ჰეპბერნი - 1965

ოდრი ჰეპბერნი
ფოტო: Douglas Kirkland.

"ოდრი ყოველთვის მიმზიდველი იყო და ულამაზეს ფოტოებს ქმნიდა. მას ყოველთვის კარგად ესმოდა ფოტოგრაფების. ის შეხედავდა კამერას და იცოდა, როგორ უნდა მიეღო მაქსიმუმი ფოტოსესიიდან. ის არ იყო პრიმადონას ტიპაჟის, უბრალოდ, სურდა, რომ ყველაფერი სწორად გაეკეთებინა კარგი ფოტოებისთვის. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით."


4. კოკო შანელი - 1962

კოკო შანელი
ფოტო: Douglas Kirkland


"მადმუაზელი შანელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეტნაკლებად გაქრა, მაგრამ ის 1960-იანი წლების დასაწყისში კვლავ გამოჩნდა და მისი მოდა ისევ პოპულარული ხდებოდა (ჟაკლინ კენედისნაირი კლიენტების წყალობით). ის იშვიათად ჩნდებოდა, ამიტომაც, ამ ფოტოებს ის საჯარო ყურადღების ცენტრში უნდა დაებრუნებინათ. თითქმის ერთი თვე დავხარჯე მის გადაღებაში პარიზის ატელიეში, სადაც ის შოუსთვის ემზადებოდა - ეს შოუ განსაკუთრებული იყო. მადმუაზელი ბრწყინვალე იყო."

5. ენდი უორჰოლი - 1970

ენდი უორჰოლი
ფოტო: Douglas Kirkland

"მიუხედავად იმისა, რომ ენდი ხელოვანი იყო, მისი გადაღება ჩემთვის რთული არ ყოფილა. ეს იყოს ენდი უორჰოლის მშვენიერება: ის ძალიან ზრდილობიანი და დამყოლი იყო და ის აკეთებდა ყველაფერს, რასაც მისგან ვითხოვდი. ის გადასაღებ ადგილას დანიშნულ დროს, დილის 9 სთ-ზე, მეგობრებთან ერთად მოვიდა (როგორც ვაპირებდით). და მე მგონია, რომ წინა საღამოს არც კი დაუძინიათ, მაგრამ ყველა მათგანი ძალიან ფხიზელი და ცოცხალი იყო და ისინი ჩემი კამერისთვის მზად იყვნენ!"

6. ჯუდი გერლენდი - 1961

ჯუდი გერლენდი
ფოტო: Douglas Kirkland

"ჯუდისთან ერთად თვეზე მეტხანს ვმოგზაურობდი და თვის ბოლოს, როდესაც სტუდიაში ვიჯექი მასთან ერთად, ვსაუბრობდით მისი ცხოვრების სირთულეებზე - მე მას უფრო კარგად დავაკვირდი. კამერა იქვე მედო, სამფეხა მაგიდაზე და როცა ჩვენი საუბარი უფრო გაღრმავდა, ის მიხვდა, რატომ ვაკვირდებოდი ასე და მან ტირილი დაიწყო. ყველა ფოტოდან, რომელიც ოდესმე გადამიღია, ეს ჩემი ერთერთი ფავორიტია. არა იმიტომ, რომ ის ტირის, არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერში გულწრფელობაა."

7. ჯონ ლენონი - 1966 

ჯონ ლენონი
ფოტო: Douglas Kirkland

"ჯონს ბითლზიდან "შესვენება" ჰქონდა აღებული და ის მარტო იყო. "მეგობრების გარეშე" - როგორც თვითონ ამბობდა. ის იღებდა ფილმს, სახელწოდებით, "როგორ მოვიგე ომი სამხრეთ ესპანეთში". ის ძალიან საყვარელი იყო, მართლა იყო. ის არ იყო ხელოვნური, ისე გელაპარაკებოდა, როგორც თავის რომელიმე მეგობარს. ასეთი იყო ჯონ ლენონი. ის ჩემი ერთერთი ფავორიტი იყო, მართლა."

8. ენ-მარგრეტი - 1971

ენ-მარგრეტი
ფოტო: Douglas Kirkland


"ენ-მარგრეტს თავისი ბაიკი ლოს ანჯელესიდან ლას ვეგასში უნდა წაეყვანა (სადაც ის შოუსთვის ემზადებოდა) და ერთ დილას ჩვენ ძალიან ადრე გავედით გზატკეცილზე. როდესაც ბაიკი გზაზე დაქოქა, მე უკან დავდექი და ფოტოების გადაღება დავიწყე. ის ისე ატარებდა, როგორც ჩემი მეუღლე, ფრანსუაზა. ბოლოს კი ვუთხარი "მოვრჩით, ენ-მარგრეტ!" და ის მოტრიალდა, ფეხები მაღლა აწია და ბედნიერებისგან დაიყვირა "უიი", რადგან ფოტოები უკვე გვქონდა, თუმცა ამის ნაცვლად, მისი რეაქცია ფოტო გამოვიდა."

9. პიტერ ო'ტული - 1964

პიტერ ო'ტული
ფოტო: Douglas Kirkland


"ეს ფოტო მის სახლში, ლონდონში გადავიღეთ და ეს ფოტოსესიის ნაწილია. ჩემი 'ქენონი' შტატივზე მედო. ვცდილობდი, რომ ისე დამეყენებინა, რომ საუკეთესო ფოტო გადამეღო. ამიტომ, უბრალოდ დაველაპარაკე და მან ეს პოზა მიიღო."

10. ჯეკ ნიკოლსონი - 1975

ჯეკ ნიკოლსონი
ფოტო: Douglas Kirkland


"გნებავთ დაიჯერეთ, გნებავთ - არა, მაგრამ ეს ფოტო ჟურნალ People-ისთვის გადავიღეთ. ჯეკის სახლში დილით ადრე მივედი, როგორც ვაპირებდი, ის კი გამოძინებული დამხვდა. ამიტომაც, ის ძალიან ფხიზლად და ჯანსაღად გამოიყურებოდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ფოტო ასეთი იმიტომ გამოვიდა, რომ მან მითხრა, ფოტოში ნაპერწკალი მინდა ჩანდესო. ამიტომაც, მან ასანთის ღერი პირში ჩაიდო, მოუკიდა და თქვა "ასანთის ღერს მოვწევ". ასე შეიქმნა ეს ფოტო."

კომენტარები