ეროვნული უშიშროების საბჭო

რაქვიაშვილი: როცა ქვეყანა უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, უქმდება უშიშროების საბჭო

დავით რაქვიაშვილი
რუსთავი 2

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებას საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

"იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია; როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხის წყარო რუსეთის ფედერაცია არ იღებს ვალდებულებას ძალის არგამოყენებაზე საქართველოს წინააღმდეგ და, პრაქტიკულად, მუდმივად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ; როდესაც რეგიონებს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა ჩართულია ომში ან კონფლიქტში და არსებობს კრიზისების გადმოდინების მაღალი საფრთხე - ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, საკონსტიტუციო კომისია აუქმებს უშიშროების საბჭოს, რომელიც არის უმაღლესი პოლიტიკური სათათბირო ორგანო, სადაც განიხილება თავდაცვის ეროვნული უსაფრთხოების, ომისა და მშვიდობის საკითხები და ქვეყანას ტოვებს ქმედითი მთავარსარდლის გარეშე", - ამბობს რაქვიაშვილი.

როგორც ცნობილია, კონსტიტუციის პროექტით, უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოდ უნდა გარდაიქმნას, რომელიც მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს.

კომენტარები