ინტერნეტი

კონსტიტუციის პროექტით, ინტერნეტზე წვდომა მოქალაქის უფლებად არის აღიარებული

techreviewer.co.uk

"ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება", - წერია საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეჩვიდმეტე მუხლის მეოთხე პუნქტში. პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომის სახით ახალი ტიპის უფლება გაუჩნდება. 

"ინტერნეტზე წვდომის უფლება" შედარებით ახალი თაობის უფლებაა, ის სახელმწიფოთა მხოლოდ მცირე ნაწილშია დაკანონებული. მაგალითად კანონმდებლობის მეშვეობით ინტერნეტზე წვდომა უფლებად არის აღიარებული ფინეთში, სადაც 2010 წელს ინტერნეტის სიჩქარეც დარეგულირდა კანონმდებლობით:

  • 2010 წელს კანონმდებლობით დასაშვებ ინტერნეტის მინიმალურ სიჩქარედ წამში 1 მეგაბაიტი განისაზღვრა.
  • 2015 წელს გაიზარდა კანონით დადგენილი მინიმალური სიჩქარის ოდენობა და ის წამში 100 მეგაბაიტი გახდა. 

საქართველოს შემთხვევაში კი ინტერნეტის სიჩქარის შესახებ არავითარი ჩანაწერი არ გვხედბა, რაც ნიშნავს, რომ პროვაიდერის მიერ მოხმარებლისთვის ძალიან ნელი, მაგალითად წამში 110 ბიტის სიჩქარის ინტერნეტის მიწოდება მოქალაქის უფლების დარღვევად არ ჩაითვლება. ინტერნეტის ასეთი დაბალი სიჩქარით 1 გიგაბაიტიანი ფაილის (მაგალითად ფილმის) გადმოწერას 82 საათზე მეტი დაჭირდება.

კონსტიტუციის ამ ჩანაწერმა შესაძლოა, გარკვეული სამართლებრივი ხარვეზებიც წარმოშვას, მაგალითად თუ პროვაიდერი გარკვეული მიზეზით, მათ შორის ტექნიკური ხარვეზით მოქალაქეს ინტერნეტის მიწოდებას შეუწყვეტს გამოვა, რომ ის მოქალაქის კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას არღვევს.

კომენტარები