მკვლელობა პარიზში

ტრამპი პარიზში პოლიციელებზე თავდასხმაზე: ძალიან ჰგავს მორიგ ტერორისტულ აქტს

AP

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში პოლიციელებზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მომხდარი ძალიან ჰგავს მორიგ ტერორისტულ თავდასხმას.

"ეს საშინელი ფაქტია. ძალიან ჰგავს მორიგ ტერორისტულ თავდასხმას. და რა უნდა თქვა? ეს არასოდეს სრულდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და ვიყოთ ძალიან ყურადღებით. ამას ძალიან დიდი ხანია ვამბობ",-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პარიზის ცენტრში, შანზ-ელიზეს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პოლიციელი მოკლეს, მეორე კი, დაჭრეს.

კომენტარები