ტერაქტი პარიზში

სირაძე-დელონე: პოლიციელების გარდა, სხვა დაჭრილი ან დაშავებული არავინ არ არის

0 კომენტარი
ფოტო: Timer.ge

საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს ინფორმაციით, პარიზში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა. მისივე თქმით, პოლიციელების გარდა, ტერაქტის დროს, სხვა მოქალაქეები არ დაშავებულან.

"გაჩერებული მანქანით იყვნენ პოლიციელები, ტერორისტი მათთან მივიდა და მანქანაში ჩაცხრილა, ერთი გარდაცვლილია, მეორე რეანიმაციაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. თავად ტერორისტი ლიკვიდირებულია. სხვა დაჭრილი ან დაშავებული არავინ არ არის. საელჩოში, როგორც წესი, ტრადიციულად მოქმედებს ცხელი ხაზი, საქართველოს მოქალაქეებს თუ რამე კითხვები ექნებათ, შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ" - ამბობს ელჩი.

პარიზის ცენტრში ერთი პოლიციელი მოკლეს, მეორე პოლიციელი კი სროლის შედეგად დაიჭრა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, გამოძიებას ანტიტერორისტული სამსახური აწარმოებს. უწყების ცნობით, ინციდენტში მინიმუმ ორი თავდამსხმელი მონაწილეობდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მეორემ კი გაქცევა შეძლო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

გაზეთ Le Parisien წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ მოხდა სამართალდამცავებზე თავდასხმა. Le Parisien-ის ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან გაჩერდა ავტომობილი, რომლიდანაც ამ დრომდე უცნობი პირი გადმოვიდა და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მანჩესტერ არენაზე მომხდარ სავარაუდო ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა

კომენტარები