ტერაქტი პარიზში

პარიზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

AP

პარიზის ცენტრში, შანზ-ელიზეზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

"პარიზში, შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მებრძოლი", - წერია დაჯგუფების განცხადებაში.

შანზ-ელიზეზე თავდასხმა ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათისთვის მოხდა. თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ერთი კი, სროლის შედეგად დაიჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა.

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი წარმოშობით ფრანგი იყო და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირის მქონე პირთა სიაში შეყვანილი იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, პარიზში მომხდარ ინციდენტში ტერორისტული კვალი აშკარაა. ოლანდმა დღეს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე თავდაცვის საბჭოს სხდომაც დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 23 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება. მეორე ტური 7 მაისს არის დანიშნული.

კომენტარები