საგამოძიებო სამსახური

კუსტარული სათამაშო აპარატების განთავსებისთვის, ექვსი პირი პასუხისგებაში მისცეს

0 კომენტარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირებისთვის, ექვსი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ჰქონდათ განთავსებული კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები.

"ეს მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს. 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს, შესაბამისად ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. საერთო ჯამში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 20 ერთეული სათამაშო აპარატი”, - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თარგამაძე სუს-ის უფროსის მოადგილეს: რატომ არ აქვს ჩემს საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია?

კომენტარები