შსს

პოლიციის ავტომობილი 8 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის ავტომობილი ფანასკერტელის ქუჩაზე 8 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ავტომობილს დაეცა - ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ სხეულის დაზიანება არავის მიუღია. მათივე ცნობით აღნიშნულზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.

ტაბულას შსს-ში არ უთხრეს, დაზიანებული ავტომობილის შეკეთების ხარჯებს უწყება აანაზღაურებს თუ არა.

კომენტარები