WizzAir

Wizzair საქართველოდან ფრენების სიხშირის ზრდას გეგმავს

WizzAir

უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir საქართველოდან რეისების დამატებას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა განაცხადა. ჯოზეფ ვარადის თქმით, საქართველოს მიმართულებით მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ კომპანია საკუთარი რეისების რაოდენობას გაზრდის. 

"ჩვენ ვხედავთ მოთხოვნის ზრდას, როგორც ქართველების, ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდან. ახალ მიმართულებებს ვეძებთ, თუმცა მას მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავაჟღერებთ. ასევე სიხშირეების გაზრდასაც ვგეგმავთ. გაფართოების მხრივ მოიაზრება როგორც მიმართულებების რაოდენობის, ასევე სიხშირეების გაზრდა. უვიზო მიმოსვლიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა იზრდება მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მომხმარებლის მხრიდან", - ამბობს ჯოზეფ ვარადი.

ავიაკომპანია ვიზეარი საქართველოდან უკვე ახორციელებს 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში. ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული.

კომენტარები