იეჰოვას მოწმეები

რუსეთის სასამართლომ იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა

სამართალდამცველები არბევენ იეჰოვას მოწმეების ოფისს რუსეთში
BBC

რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა. მინისტრმა რუსეთის უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაეხურათ რელიგიური ორგანიზაციის სათაო ოფისი და 175 000 წევრისთვის აეკრძალათ "ექსტრემისტული" ლიტერატურის გავრცელება. სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის რელიგიური დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს. 

ზოგიერთმა რუსულმა ოლქმა უკვე დახურა იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ფილიალები. 

რუსეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, იეჰოვას მოწმეები არღვევენ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რუსეთის კანონს. 

ქვეყნის ოფიციალური პირები აკრიტიკებენ იმ პამფლეტებს, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები აქვეყნებენ. მათი თქმით, ეს განცხადებები სხვა რელიგიურ ჯგუფების წინააღმდეგ არის მიმართული, რადგანაც იეჰოვას მოწმეები საკუთარ თავს ერთადერთი "ნამდვილი რწმენის მიმდევრებს" უწოდებენ. 

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული დაჯგუფებებიც იდევნებოდნენ. 

კომენტარები