გერმანიაში, შვეიცარიის საზღვართან ახლოს, Postbank-ის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გერმანიის პოლიციამ 57 წლის მამაკაცი დააკავა. დამნაშავის აყვანის ოპერაციის დროს, პოლიციამ მას ესროლა. დამნაშავე დაჭრილია.
შეიარაღებული თავდასხმის დროს შენობაში ბანკის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, რომლებიც არ დაშავებულან.