საკონსტიტუციო კომისია

კონსტიტუციის პროექტით, პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკი 25 წლამდე იზრდება

0 კომენტარი
საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი ფოტო: Spartaky / Wikipedia

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, მოქალაქე იმისთვის რომ პარლამენტის წევრი გახდეს მინიმუმ 25 წლის უნდა იყოს. დღეისთვის დეპუტატის ასაკობრივი ცენზი 21 წელია. 

ამავდროულად, რაც უფრო მნიშვნელოვანია იცვლება დეპუტატთა არჩევის წესიც, მთავარი ცვლილება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაა. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მიუხედავად კონსტიტუციაში იცვლება გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. ყველა გადაუნაწილებელი მანდატი გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას დარჩება. 

ასაკობრივი ცენზი იზრდება პრეზიდენტისთვისაც. კონსტიტუციის პროექტით ეს მოთხოვნა 40 წელს შეადგენს. კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტი მინიმუმ 35 წლის უნდა იყოს. 

იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესიც. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიის წევრებს "ხმოსნები" ეწოდებათ და ისინი პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის წევრებისგან დაკომპლექტდებიან.

ასაკობრივ ცენზთან ერთად იცვლება პრეზიდენტობის კანდიდატისთვის დაწესებული მოთხოვნები, კონსტიტუციის პროექტში წერია:

"საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც."

კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში კი წერია: 

"პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში."

ქვეყნების უმეტესობაში პრეზიდენტის მინიმალური ასაკი 30 წლამდე (ხშირ შემთხვევაში 25 წელი) განისაზღვრება. აშშ-ში ის 35 წელია, რამდენიმე ქვეყანაში კი ის 40 წელია. 40 წელზე მაღალი ცენზი ქვეყნების მცირე ნაწილშია. მაგალითად ჩინეთში პრეზიდენტის მინიმალური ასაკი 45 წლით განისაზღვრება.

მოძრაობა თავისუფლების - ევროპული საქართველო პრემიერს მიმართავს ინიციატივით, რომ ჩატარდეს პლებისციტი და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს ეთანხმება თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები