თალიბანი

თალიბანმა სამხედრო ბაზაზე, სადაც ქართველებიც მსახურობენ შეტევა განახორციელა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა ავღანეთში, მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზაზე განახორციელა თავდასხმა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მეჩეთისა და სასადილოს მიმდებარედ ექვსმა თავდამსხმელმა ავტომატებითა და ასაფეთქებლებით მინიმუმ 50 ადამიანის მოკვლა შეძლო.

მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სამხედრო ძალებია განთავსებული, მათ შორის, გერმანიისა და საქართველოს სამხედრო ძალებიც. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის მხოლოდ ავღანეთის მოქალაქეები არიან.

მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზაზე ამ დროისთვის I ქვეითი ბრიგადის ასეულია განთავსებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები