საარჩევნო სისტემა

საკონსტიტუციო კომისიის წევრებს საარჩევნო სისტემაზე ალტერნატიული წინადადება აქვთ

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

დღეს, 15:00 საათზე საკონსტიტუციო კომისიის წევრები კონსტიტუციის რედაქციის პროექტს კენჭს უყრიან. რამდენიმე წევრი კომისიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ორ ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს.

"პირველი ალტერნატივა ეს არის ბარიერის 3%-მდე დაწევა და მანდატების პროპორციულად განაწილება, რაც მცირედ უპირატესობას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, თუმცა ეს არ არის ისეთი დრამატული, როგორიც შემოთავაზებულია. მეორე ალტერნატივა არის ის, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შეევსება მანდატები 80 დეპუტატამდე იმისთვის, რომ დააკომპლექტოს მთავრობა და ეფექტურად განახორციელოს ხელისუფლება. ამდენად მიგვაჩნია, რომ ამის გათვალისწინება არსებითად გააუმჯობესებს და უფრო მეტად დემოკრატიულსა და დაბალანსებულს გახდის კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს", - თქვა ვახუშტი მენაბდემ.

შეთავაზებას ხელს აწერენ: ვახტანგ ნაცვლიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ვახუშტი მენაბდე, ეკა გიგაური, ანა ფირცხალაიშვილი, მიხეილ ბენიძე, არნოლდ სტეფანიანი და ლაშა ტუღუში.

ამასთან, საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ ევროპული საქართველოს წევრები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები