უამინდობა

თბილისში, ძლიერი ქარის გამო, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია შენობების სახურავები

თბილისში, ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და დაზიანებულია რამდენიმე შენობის სახურავი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში ამბობენ, რომ მათთან 100-ზე მეტი გამოძახება შევიდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

"ჯერჯერობით არსებითი დაზიანებები არ გვაქვს. მთაწმინდაზე, ძველი სკოლის ტერიტორიაზე, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული არიან, ქარმა სახურავის ნაწილი ახადა და რაიონული გამგეობა ადგილზეა, რათა მოაწესრიგონ. ასევე, წაქცეულია რამდენიმე ხე. ქარი არ ძლიერდება, ასე რომ, მნიშვნელოვანი ზიანი არ გვაქვს", - ამბობს თბილისის მერი დავით ნარმანია.

 

კომენტარები