ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა

შსს: 168 აბი სუბოქსინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცავებმა 1974 წელს დაბადებული ა.კ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლანჩხუთში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 168 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ა.კ. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით, მიმდინარეობს.

კომენტარები