საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში

დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტური გაიმართება

lepoint.fr

დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტური გაიმართება. არჩევნებში ოთხი მთავარი კანდიდატი - რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ნაციონალისტი მარინ ლე პენი, სოციალისტი ბენუა ამონი და პარტია En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი არიან.

Le Monde-ს უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენს დიდი სხვაობით მოუგებს.

კანდიდატები, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ, ერთმანეთს ორი კვირის შემდეგ კვლავ დაუპირისპირდებიან. გამარჯვებისთვის კანდიდატს ამომრჩევლების ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება. არჩვენების მეორ ტური 7 მაისს გაიმართება. 

კომენტარები