ავტოსაგზაო შემთხვევა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

Getty Images

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია, ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, შემთხვევაში სამი მანქანა ფიგურირებს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები