ომი უკრაინაში

უკრაინაში ეუთო-ს მისიის წარმომადგენელი ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

AFP

ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი უკრაინის ლუგანსკის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. საპატრულო ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი დაჭრილია.

ინფორმაცია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.


უკრაინის ერთობლივი კონტროლისა და კოორდინაციის ცენტრის განცხადებით, ავტომობილი კვირას, 23 აპრილს, ადგილობრივი დროით 10:17-ზე, პრიშიბის დასახლებასთან აფეთქდა, რომელიც ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

ინფორმაციას ადასტურებს ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაც.

უკრაინაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიისთვის ეს პირველი მსხვერპლია.

კომენტარები