დღეს, თბილისის რვა რაიონის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 24 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, საბურთალოს, კრწანისის, ისნის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, მთაწმინდის და ვაკის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, სოფელ გლდანის და ხანძთელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, მელქაძის, ვეზიროვის, ბერძნის, გრიშაშვილის, ეფრემ მცირეს, ოფრეთის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, ნადიკვარის, კალანდაძის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონიანის, ხაჩატურიანის, კალანდაძის, მებაღიშვილის, არველაძის, ნანეიშვილის, წალენჯიხის, მიქელაძის, ტოლენჯის, აფანასიევის, შერვაშიძის, დურმიშიძის და ამირეჯიბის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის III ქუჩის, ხუდადოვის, მანჯგალაძის, დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის, მარუაშვილის, მესხის, კელაპტრიშვილის, სტურუას, ჩხიკვაძის, არგვეთის, ტყეშელაშვილის და ღუდუშაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიჩურინის, ართვინის, კაპანაძის, ფარვანის და მამარდაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ქართლის, ღოღობერიძის, დაისის, კნოლევის, ქსოვრელის, ილურიძის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, ლომთათიძის, იმერეთის, ტოროშელიძის, ქართველიშვილის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის და არაყიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები